15 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
ყოველ ჯერზე, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ღირსებას იცავს პრემიერი, მათ ყოველთვის ნეგატიური გამოსვლები აქვთ, შიშის ზარს სცემთ მიღწევები - რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე

უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის შეფასებით, დოჰაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა, საკუთარი ქვეყნის მოყვარული ძლიერი პოლიტიკური ლიდერის გამოსვლა იყო.

როგორც იონათამიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, საქართველოს პრემიერმა ილაპარაკა ყველა იმ აქტუალურ თემაზე, რომელიც არსებობს, როგორც ჩვენი ქვეყნის წინაშე, ასევე რეგიონის და გლობალურ ჭრილში.

"ეს იყო საკუთარი ქვეყნის მოყვარული, პოლიტიკური, პასუხისმგებლობიანი ლიდერის გამოსვლა, რომელმაც ვფიქრობ, რომ სიამაყის განცდა გააჩინა ობიექტურად თითოეულ ჩვენს მოქალაქეში, ვისთვისაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე პირადი ინტერესები. საქართველოს პრემიერმა ილაპარაკა ყველა იმ აქტუალურ თემაზე, რომელიც არსებობს, როგორც ჩვენი ქვეყნის წინაშე, ასევე რეგიონის და გლობალურ ჭრილში. მისი გზავნილები, უნდა იყოს დამაფიქრებელი ევროპელი ლიდერებისთვისაც, მსოფლიო ლიდერებისთვისაც და არა ერთ ნაწილშია გასათვალისწინებელი", - განაცხადა იონათამიშვილმა.

იონათამიშვილმა ოპოზიციის გამოხმაურებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ როდესაც პრემიერი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ღირსებას იცავს და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, მათ ყოველთვის ასეთი ნეგატიური გამოსვლები აქვთ, რაც უკვე არავის უკვირს და საზოგადოება ამას ძალიან ობიექტურად აფასებს.

"რაც შეეხება მის ამ გამოსვლაზე რეაქციებს, რაც ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას, ეს ცხადია ჩვენ არ გაგვკვირვებია, ვინაიდან ყოველ ჯერზე, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს პრემიერი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, მათ ყოველთვის ასეთი ნეგატიური გამოსვლები აქვთ. შიშის ზარს სცემს თითოეული მათგანს ის მიღწევები, რომლებიც ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენი ლიდერების თაოსნობით აქვს. ამიტომ, მათი მხრიდან ეს გასაკვირი არ არის. ამ ყველაფერს ჩვენი საზოგადოება ძალიან ობიექტურად და გონივრულად აფასებს და მე დღეს, ბევრ მოქალაქესთან მქონდა საუბარი ა, თემაზე და ერთი, რაც გვაერთიანებდა იყო ის, რომ ეს არის თავისუფალი, ამაყი და ძლიერი პოლიტიკური ლიდერის გამოსვლა", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები