27 აპრილი 2024,   17:26
ვრცლად
სამეგრელოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიების სამზადისი მიმდინარეობს

სამეგრელოში სამზადისია დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით - ყველა მუნიციპალიტეტში ხვალ ღონისძიებებია დაგეგმილი, ზუგდიდში ორგანიზებას ღონისძიებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ფოთში კი საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს. ხვალ მთელი დღის განმავლობაში აქ ყველა ასაკის ადამიანისთვის არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.

"მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩვენს რეგიონში 3 მუნიციპალიტეტში ტარდება, ესენი არიან მესტია, ფოთი, ზუგდიდი, სადაც დაგეგმილია უამრავი შემეცნებითი და სპორტული აქტივობები. აქტივობები მორგებულია ყველა ასაკისა და თაობის ადამიანზე. ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ თავიანთთვის მისაღები სასიამოვნო სხვადასხვა ტიპის აქტივობაში მონაწილეობა," - აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.

დღის ამბები