პარლამენტის შენობაზე განთავსებულ ბანერებზე შეფასებები კეთდება ოპოზიციას - ოპოზიციონერების შეფასებით, ეს თემა ქვეყნის საგარეო კურისის ორიენტირის ცვლილების ღია დასტურია.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, დროშა არგუმენტი ვერ იქნება, თუმცა ბევრი სხვა არგუმენტი არსებობს.
"დროშის არგუმენტის გამო, ალბათ, არ ვიტყოდი კურსის ცვლილებას, მაგრამ სხვა მილიონი არგუმენტი არსებობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ფერი იცვალა და ჩრდილოეთისკენ აქვს გეზი აღებული. ეს რამდენ ხანს გაგრძელდება და რა ფორმებს მიიღებს, მე არ ვიცი, მაგრამ არ მგონია, მაინცდამაინც დროშა იყოს ამისი განმსაზღვრელი. სხვა ყველაფერი უფრო მეტად ადასტურებს ქოცების ფერისცვალებას, ვიდრე დროშის შეცვლა სადღაც ფასადზე," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ის, რომ ბანერებს შორის ევროკავშირის დროშა არ არის, გამაღიზიანებელია პაატა მანჯგალაძისთვისაც.
"მაღიზიანებს ის, რომ ევროკავშირის დროშა არ არის გამოფენილი მთავარ გამზირზე, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დროს, ქვეყანაში, რომელიც ელოდება კანდიდატის სტატუსს. შარშან იყო, სხვა წლებში არ ვიცი, არ მიკვლევია... თქვენ რა გინდათ თქვათ, ლურჯი ფერი არ ჰქონდათ, თუ ვერ დაბეჭდეს დროშა?! ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის მიზანმიმართული ქმედება," - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.