პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, რადიკალურ ძალებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ გამოიგონონ და საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს მიაწოდონ არაერთი მცდარი ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა არის შემთხვევები, როდესაც საქართველო გამოყენებულია რუსეთის მიერ, სანქციების გვერდის ავლაში.
მიქანაძის თქმით, მიუხედავად ამ ბრალდებებისა, ამ დრომდე, არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და ვერც იქნება, რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
"ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება არის კიდევ ერთხელ შეხსენება იმის თაობაზე, რომ რას ფიქრობს ცივილიზებული სამყარო რას ფიქრობს სად დგას და ჩვენ ამ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ. უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არის სი, რასაც ჩვენ სრულფასოვნად ვუჭერთ მხარს და ეს ჩვენ, ოთხასზე მეტ რეზოლუციაში თუ სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტში ავსახეთ სხვადა სხვა პლატფორმის გამოყენებით. ამიტომ, საქართველოს თან მიმართებაში, რაიმე კითხვისნიშანების დასმის არანაირი საფუძველი არ არსებობს. რადიკალურ ძალებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ გამოიგონონ და საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს მიაწოდონ არაერთი მცდარი ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა არის შემთხვევები, როდესაც საქართველო გამოყენებულია რუსეთის მიერ, სანქციების გვერდის ავლაში. თუმცა, დღემდე ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ დადასტურდა და ეს ვერც დადასტურდებოდა", - განაცხადა გივი მიქანაძემ.