15 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
ის კითხვის ნიშნები, რომლებიც ჩნდება, ჩნდება "ქართული ოცნების" უპასუხისმგებლო განცხადებების და ქმედებების გამო - ანა ბუჩუკური სტოლტენბერგის განცხადებაზე

სტოლტენბერგის განცხადება თბილისში შეაფასეს, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმას, რაზეც პარტნიორები საუბრობენ, შესაძლოა ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდეს.

მათივე თქმით, ასეთი მსჯელობა ქვეყნისთვის დამაზიანებელია. უმრავლესობა კი ამბობს, რომ ნატოს გენერალური მდივნის განცხადება კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ სად დგას ცივილიზებული სამყარო. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, რაც ასახულია საერთაშორისო რეზოლუციებში და საქართველოსთან მიმართებაში კითხვის ნიშნების დასმის საფუძველი არ არსებობს.

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, ის კითხვის ნიშნები, რომლებიც ჩნდება, ჩნდება ქართული ოცნების უპასუხისმგებლო განცხადებების და ქმედებების გამო. "

"ნებისმიერი ასეთი მსჯელობა ძალიან დამაზიანებელია, "ქართულ ოცნებას" ეს უნდა ესმოდეს მიტომ, რომ ის კითხვის ნიშნები, რომლებიც ჩნდება, ჩნდება "ქართული ოცნების" უპასუხისმგებლო განცხადებების და ქმედებების გამო. "ქართული ოცნების" რიტორიკა, პოლიტიკა და ეს ანტიდასავლური განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ, ეს არის მთავარი და ამაზე მოეთხოვება "პასუხი ქართულ ოცნება", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, რომელ სანქციებს ვუერთდებით და რომელს არ ვუერთდებით საჯაროდ ცნობილი არ არის, რაც ლეგიტიმურ ეჭვებს აჩენს.


"ჩვენ ვიცოდით, რომ სანქციები რაც დაწესებული ჰქონდა დასავლეთის ქვეყნებს რუსეთისთვის ვუერთდებოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაღაცასა არ ვუერთდებით. რას ვუერთდებით და რას არ ვუერთდებით საჯაროდ ცნობილი არ არის. აქედან გამომდინარე, ძალიან ლეგიტიმურია ეჭვი გვქონდეს, რომ ის რასაც ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან, ჰქონდეს საფუძველი", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

დღის ამბები