15 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
ტაშკენტიდან საქართველოს პოლიტიკური მოღვაწის ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტს ჩამოასვენებენ - შალვა პაპუაშვილი

ტაშკენტიდან საქართველოს პოლიტიკური მოღვაწის ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტს ჩამოასვენებენ - ამის შესახებ ბიუროსს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა.

ასევე, შალვა პაპუაშვილი გამოვიდა ინიციატივით, დამფუძნებელი კრების თავმჯოდომარე და მოადგილეები პარლამენტის თავისუფლების ორდენით დააჯილდოვონ.

ალექსანდრე ლომთათიძეს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, რის შემდეგაც მას დიდუბეში შვილის გვერდით დაკრძალავენ- ის 1919 წელს, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ. ალექსანდრე ლომთათიძე 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ დააპატიმრეს, მოგვიანებით კი გადაასახლეს. 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ, ალექსანდრე ლომთათიძე კვლავ დააპატიმრეს ტაშკენტში და მოათავსეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა 42 წლის ასაკში.

დღის ამბები