15 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
საზოგადოებამ ერთმანეთისგან არ უნდა განასხვაოს "ნაცმოძრაობა" და კოლექტიური "ნაცმოძრაობა" - ირაკლი კობახიძე

მმართველ გუნდში, ზაზა შათირიშვილის წერილზე შეფასება გაკეთდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც მისი თქმით, წარმოადგენს კოლექტიურ "ნაცინალური მოძრაობას".

"საზოგადოებას მინდა ვუთხრა ერთი რამ - არ უნდა მოხდეს „ნაცმოძრაობისა“ და კოლექტიური "ნაცმოძრაობის ერთმანეთისგან გარჩევა. არის რამდენიმე პოლიტიკური პარტია - იგივე "გირჩი", გახარიას პარტია, „ლელო“ და ა. შ. ეს ყველაფერი არის კოლექტიური. არ შეიძლება კონკრეტული პარტიები, რომლებიც სინამდვილეში არიან „ნაცმოძრაობა“, შეიფუთონ როგორც არა "ნაცმოძრაობა" და ერთგვარი შუაშისტური პარტიები. ამ ნაწილში ვიზიარებ ამ მოსაზრებას. თუ ამაზეა საუბარი, ეს არის ლოგიკური დასკვნა," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები