17 აპრილი 2024,   01:39
ვრცლად
დონალდ ტრამპს მის წინააღმდეგ წარდგენილ სისხლის სამართლებრივ ბრალზე პასუხის გაცემა, მომავალი წლის 25 მარტიდან მოუწევს

დონალდ ტრამპს, სასამართლოში მისვლა და მის წინააღმდეგ წარდგენილ სისხლის სამართლებრივ ბრალზე პასუხის გაცემა, მომავალი წლის 25 მარტიდან მოუწევს.

მანჰეტენის სასამართლომ პროცესების დაწყება 2024 წლის გაზაფხულზე გადაწყვიტა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, სასამართლოში სიარული სწორედ იმ პერიოდში მოუხდება, როდესაც შეერთებულ შტატებში, კანდიდატის გამოსავლენად პარტიის პრაიმერებია.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს, საქმესთან დაკავშირებული მასალების მესამე პირზე გადაცემა აეკრძალა. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 34 პუნქტითაა აღძრული და მას ბრალს 2016 წელს მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიისას, უკანონო ქმედებებში სდებენ.

პარტიული პრაიმერების დროს, სასამართლო პროცესების ჩანიშვნაში მოსამართლე ხუან მერჩანი პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელს არ შეუშლის.

 

დღის ამბები