20 აპრილი 2024,   03:06
ვრცლად
ლეგენდა, ხატი, ყველა დროის ყველაზე წარმატებული მომღერალი ქალი - მსოფლიო ტინა ტერნერს ემშვიდობება

ამერიკა და მსოფლიო როკ ენ როლის დედოფალს ემშვიდობება. 83 წლის ასაკაში, ლეგენდარული ტინა ტერნერი გარდაიცვალა. მომღერალს ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გადაიტანა ინსულტი, ებრძოდა ალკოჰოლს და თირკმლის უკმარისობას. ტინა ტერნერის ვარსკვლავური კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. 1972 წელს კი, ქმართან ერთად შერულებული დუეტის გამო პირველი გრემი მიიღო.

ამის შემდეგ, მსოფლიო ვარსკვლავმა კიდევ 7 გრემი აიღო და ორჯერ შეიყვანეს როკ ენ როლის დიდების დარბაზში.

თავის ნახევარსაუკუნოვანი კარიერა, მოღერალმა 69 წლის ასაკში დაასრულა. ტინა ტერნერის გარდაცვალებას, თითქმის ყველა მომღერალი და ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. სუპერმოდელმა ნაომი ქემბელმა კი თერნერთან გამოსამშვიდობებლ ტექსტში დაწერა რომ ის დედოფალი, ლეგენდა და ხატი იყო.

დღის ამბები