27 ივლისი 2024,   04:32
ვრცლად
დედაქალაქის მთავარ გამზირზე 26 მაისისთვის საგანგებოდ ემზადებიან

დამოუკიდებლობის დღის მთავარი მასპინძელი რუსთაველის გამზირი იქნება. მოქალაქეებს, რომლებიც 26 მაისის აღსანიშნად ქვეყნის მთავარ ქუჩაზე მივლენ, არაერთი საინტერესო ღონისძიება ელოდებათ. მათ შორის, იქნება ღვინის კუთხე სადაც სომელიეები მასტერკლასებს ჩაატარებენ და ალკოჰოლური სასმელით მოქალაქეებს ელექტრონული მუსიკის ფონზე გაუმასპინძლდებიან. ორგანიზატორებმა იზრუნეს სტუმრების კვებაზეც, სადაც მოქალაქეებს სხვადასხვა სამზარეულოს დაგემოვნების საშუალება ექნებათ.

რუსთაველის გამზირზე მისულებს ქართველი მეწარმეების პროდუქცია, ავიატორების მიერ დაპროექტებული საჰაერო ხომალდი და საბავშვო სივრცეებიც დახვდებათ, პატარებისთვის სპეციალურად ტკბილეულის კუთხეები და გიგანტური გასაფერადებელი. ბავშვების გართობაზე 26 მაისს ანიმატორებიც იზრუნებენ.

დღის ამბები