26 აპრილი 2024,   09:52
ვრცლად
"ვაგნერელები" უკან იხევენ და ქალაქ ბახმუტს ტოვებენ - რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღიარეს, რომ ქალაქს სრულად ვერ აკონტროლებენ 

რუსი მოხალისეებით დაკომპლექტებული ჯგუფი ბელგოროდის ტერიტორიაზე ისევ შევიდა და სპეცოპერაცია ჩაატარა. მებრძოლები მოსკოვს ჰპირდებიან, რომ საბრძოლო მოქმედებებს რუსეთის ტერიტორიაზე იმ დრომდე გააგრძელებენ, სანამ ქვეყანაში პუტინის რეჟიმი არ დასრულდება.  

პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანებულმა მებრძოლებმა ვიდეო ბელგოროდის ოლქის სოფელ გლოტოვოში ჩაწერეს. მას შემდეგ, რაც ყველას ეგონა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ და აქტივობას აღარ აპირებდნენ. 

შტურმის ახალი გეგმა არავინ იცოდა. მინიშნება არც ჟურნალისტებთან გაუკეთებიათ. "მოხალისეობრივი კორპუსის" და "თავისუფლება რუსეთს" წარმომადგენლებმა მედიისთვის საველე პრესკონფერენცია გუშინ საღამოს, უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნების შემდეგ გამართეს.

კრემლის რეჟიმს დაპირისპირებულმა მებრძოლებმა თქვეს, რომ ოპერაცია გაგრძელდება. მთავარი მათი თქმით, ისაა, რომ აგრესორ ძალას წინააღმდეგობის გაწევის რესურსი აღარ გააჩნია.

დაბრკოლების გარეშე მოიგერიეს ოკუპანტების ღამის შტურმი უკრაინელმა სამხედროებმაც. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ჩამოგდებულია აგრესორის მიერ გაშვებული 36 - ივე ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი. მათ შორის რამდენიმე დედაქალაქის თავზე. ირანის მიერ აგრესორი ქვეყნისთვის დრონების გადაცემა იყო ვოლოდიმირ ზელენსკის საღამოს ტრადიციული მიმართვის ძირითადი თემა.

პრობლემებს არ მალავს რუსეთის თავდაცვის უწყება. სამინისტროში აღიარეს, რომ ბახმუტს სრულად ვერ აკონტროლებენ. ქალაქისთვის ბრძოლები გრძელდება. დასავლეთს სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, რუსეთს კოლოსალური დანაკარგი აქვს. ამ ფონზე ბახმუტს ტოვებს "ვაგნერის" დაჯგუფებაც. მისი მეთაურის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა 10 000-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი და მსჯავრდებული მოუკლეს. 12 000-მდე კი მძიმედ დაჭრეს.

დღის ამბები