23 მაისი 2024,   16:29
ვრცლად
"ფორსაითი“ მუშაობს იმისათვის, რომ ნებისმიერი რაოდენობის დანაზოგის მქონე მოქალაქეს  შესთავაზოს  კონკრეტულად მასზე მორგებული საინვესტიციო შესაძლებლობები - რატი მორჩილაძე

"ფორსაით ინვესტმენტ გრუპის"  მთავარი მიზანია  უახლოეს მომავალში შევქმნათ სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო ფონდი.  ყველა ამ პროდუქტს ექნება  სხვადასხვა საინვესტიციო პოლიტიკა, სხვადასხვა რისკიანობისა და ამონაგების მაჩვენებელი და შესაბამისად, მორგებული იქნება სხვადასხვა ტიპის ინვესტორზე,"- ამის შესახებ „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ საინვესტიციო ოფიცერმა რატი მორჩილაძემ განაცხადა.მისი თქმით,  კომპანიის მიზანია, "ფორსაითის“ ინვესტორებს  ჰქონდეთ მრავალფეროვანი საინვესტიციო შესაძლებლობები და მიიღონ  კონკრეტულად მის საჭიროებაზე მორგებული საინვესტიციო  პროდუქტები. ასევე,  ფონდების მეშვეობით უზრუნველყოს  ქართული ბიზნესი ახალი დაფინანსების წყაროებით, რაც შეიძლება იყოს როგორც უზრუნველყოფილი  ან  სუბორდინირებული სესხი, ისე   კაპიტალში თანამონაწილეობა, სტარტაპის შემთხვევაში კი ვენჩურული დაფინანსება.

"წელს  გვინდა, რომ მოქმედ,  ერთ საინვესტიციო ფონდთან ერთად  ბაზარს 5 ახალი ფონდი შევთავაზოთ. ეს ფონდები იქნება როგორც დოლარში, ასევე ლარში და ყველა მათგანის მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება ინვესტორების, კლიენტების დაცულობა და მაქსიმალური სარგებლის უზრუნველყოფა," - განაცხადა რატი მორჩილაძემ კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

მისი თქმით, "ფორსაითი“ მუშაობს იმისათვის, რაც შეიძლება მალე შეძლოს კომპანიაში მისულ  ნებისმიერი ზომის დანაზოგის მქონე მოქალაქეს  შესთავაზოს  კონკრეტულად მასზე მორგებული საინვესტიციო შესაძლებლობები და დაეხმაროს საკუთარი სტაბილური ფინანსური მომავლის უზრუნველყოფაში.

"ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიაა. „ფორსაითი“ საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელ ინვესტორებს დანაზოგის/კაპიტალის განთავსების უსაფრთხო და მომგებიან შესაძლებლობებს სთავაზობს.„ფორსაით ინვესტმენტ გრუპს“  აქვს კანონით მინიჭებული უფლება, დამზოგველებისგან და ინვესტორებისგან მოიზიდოს კაპიტალი,  განახორციელოს ინვესტიციები ამ კაპიტალით და   მათვე დაუგენერიროს სარგებელი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

 

დღის ამბები