24 აპრილი 2024,   19:28
ვრცლად
შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, პატარებისათვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები  - რეგიონებში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის ემზადებიან

რეგიონებში, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის ემზადებიან. ქვეყნის 15 ქალაქში ყველა სახელმწიფო უწყებას საკუთარი კუთხე და ღონისძიება ექნება. ბათუმში მოქალაქეებს საპატრულო, სასაზღვრო და სამაშველო სამსახურის ტექნიკის დათვალიერების საშუალება ექნებათ. ღონისძიება ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე 14:00 საათიდან დაიწყება.

"თავისუფლების სიყვარულით" - ამ სლოგანით დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთი საპორტო ქალაქი და ზღვისპირა კარიბჭე - ფოთი უმასპინძლებს. სხვადასხვა აქტივობები ცენტრალურ პარკში მდებარე კოშკურას საგამოფენო სივრცეში მოეწყობა. ხუთ სართულიანი შენობა, რომელიც ნიკო ნიკოლაძის სახელს ატარებს, ადგილზე მისულ მოქალაქეებს საზოგადო მოღვაწის დამსახურებაზე მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს. ღონისძიების ფარგლებში, სპეციალური სივრცეც გამოიყოფა სადაც მხატვრები და მოხალისეები, 26 მაისის თემატიკის შესაბამისად კედელს მოხატავენ.

აქტიური მზადება მიმდინარეობს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ოზურგეთში, ქუთაისსა და მცხეთაშიც. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სოფლი მეურნეობის სამინისტრო უმასპინძლებს.

შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, პატარებისათვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები - ამ ყველაფრის ნახვა მესტიაში, სეტის მოედანსა და ამბროლაურის ცენტრალურ პარკში იქნება შესაძლებელი. ორივე რეგიონში დამოუკიდებლობის დღეს სტუმრებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო უმასპინძლებს.

თბილისსა და 15 მუნიციპალიტეტში ერთდროულად 17:10 წუთზე ცენტრალურ მოედნებზე, შესრულდება საქართვლოს ჰიმნი. ღონისძიების ფარგლებში სტუმრების წინაშე ადგილობრივი ანსამბლები თავიანთი მუსიკალური შემოქმედებით წარდგებიან, ხოლო დღის ბოლოს ცნობილი მომღერლებისა და ბენდების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება.

 

 

 

 

დღის ამბები