კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას საქართველში ვიზიტი, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით დასრულდა.
ვიზიტის პირველ დღეს კი, სტოლტენბერგის წარმომადგენელმა შეხვედრები მინისტრის მოადგილესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის მინისტრთან, პრეზიდენტთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა.
მთავრობის ადმინიტრაციაში დღეს განმარტეს, რომ პრემიერ-მინისტრის და ხავიერ კოლომინას შეხვედრა, ირაკლი ღარიბაშვილის კატარში ვიზიტის გამო ვერ შედგა.
მთავრობის მეთაური ნატოს გენერალურ მდივანს პირადად ზუსტად ერთი თვის წინ, 25 აპრილს ბრიუსელში შეხვდა.