17 ივნისი 2024,   09:11
ვრცლად
"თავისუფლების სიყვარულით" - დღეს საქართველო დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილეს ზეიმობს

საქართველო დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილეს ზეიმობს. შესაბამისი განწყობის შესაქმნელად თბილისსა და 15 ქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი.

"თავისუფლების სიყვარულით" - წელს ეს არის სლოგანი. პროგრამა უკვე ტრადიციად ქცეული ცერემონიით 11 საათზე დაიწყება - წვევამდელები ფიცს ამჯერად პარალელურად მთელი საქართველოს მასშტაბით დადებენ.

რაც შეეხება სხვა სამხედრო კომპონენტს, მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იქნება ტექნიკა და აღჭურვილობა. გადაიფრენს ავიაცია.

დღის განმავლობაში, ცენტრალურ მოედნებზე სხვადასხვა სივრცე მოეწყობა- მათ შორის ღვინის, კვების, სპორტის და მუსიკალური კუთხეები. ყველგან იქნება პროგრამა ბავშვებისთვის - კულმინაცია 20:00 საათზე დაგეგმილი გალა კონცერტია.

დღის ამბები