24 აპრილი 2024,   02:51
ვრცლად
"გასულ წელს არც მოსამართლეები იყვნენ სანქცირებული, არც აეროპორტების და ბიზნესკომპანიების დასანქცირებით გვემუქრებოდნენ, ეს არის "ქართული ოცნების" პრორუსული კურსის შედეგი" - იაგო ხვიჩია

პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების საგანი, ამჯერად საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე გამოფენილი სიმბოლიკა გახდა. რატომ არ არის საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის სიმბოლიკაც. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპონენტები, ყალბი აჟიოტაჟით, ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების გადაფარვას ცდილობენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ქვეყნის საგარეო კურსის ორიენტირის ცვლილების ღია დასტურია. მთავრობის ადმინისტრაცია კი განმარტავს, რომ სადღესასწაულო გაფორმება 2016 წლიდან, სხვადასხვა თემატიკის მიხედვით იცვლება. რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქის გაფორმება.

"წელს 26 მაისის გზავნილია, "თავისუფლების სიყვარულით", ამიტომ დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე-გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. გასულ წელს, სლოგანი იყო "ევროპისკენ“.

2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის ასი წელი იზეიმა, 2017 წელი რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით "მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” და სლოგანიდან გამომდინარე მოხდა ქალაქის გაფორმებაც" - ასეთია მთავრობის ადმინისტრაციის განმარტება.

"გასულ წელს არც მოსამართლეები არ იყვნენ სანქცირებული, გასულ წელს, არც რუსეთის ხელისუფლება არ საუბრობდა სიყვარულის ენით ქართულ ხელისუფლებაზე, გასულ წელს, არც აეროპორტების და ბიზნეს კომპანიების დასანქცირებით გვემუქრებოდნენ. ამიტომ, მე მგონია, რომ დროშა დაკიდებულია თუ არა, ეს არის "ქართული ოცნების" პრორუსული კურსის შედეგი", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" რუსეთთან თანამშრომლობს და მათ სურვილებს ასრულებს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის არ დაკიდება კი, ამას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

"დროშა ხომ არ არის სიმბოლო, დროსა არის შინაარსის მატარებელი და "ქართული ოცნება" გვეუბნება, რომ ჩვენ რუსებს ვეთანამშრომლებით, რუსეთი სთხოვდა საქართველოს ყველა ხელისუფლებას, რომ უარი უნდა გვეთქვა დამოუკიდებელ საგარეო კურსზე და ამ პირობას ასრულებენ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები