17 აპრილი 2024,   01:03
ვრცლად
გაფორმების წესში თუ არ არის ასახული ევროკავშირის დროშა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი შორს მიმავალი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა აქვს ოპოზიციას - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გაფორმების წესში ევროკავშირის დროშა თუ არ არის ასახული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი შორს მიმავალი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა აქვს ოპოზიციას.

სარჯველაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს ყალბი აჟიოტაჟის შექმნით, მათ რიგებში არსებული პრობლემებიდან ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს.
 
"კონკრეტულ გაფორმების წესში თუ არ არის ასახული ევროკავშირის დროშა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი შორსმიმავალი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა აქვს ოპოზიციას. რა თქმა უნდა ეცდებიან, რომ ამ ყალბი აჟიოტაჟით შექმნან ისეთი ამბები, რომლითაც ყურადღება გადატანილი იქნება მათ მხარეს არსებული პრობლემებიდან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 
დღის ამბები