20 აპრილი 2024,   08:22
ვრცლად
ვერანაირ აზრს "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ხედავს ამ მოლაპარაკებებში - ანა წითლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაზე

შედგება თუ არა მოლაპარაკება მხარეებს შორის მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევამდე სულ მცირე დრო რჩება. ოპოზიციაში მოლაპარაკების აზრს  იმ შემთხვევაში ხედავენ თუ პროცესი თავიდან დაიწყება. ხოლო საპარლამენტო უმრავლესობაში კი იმედს გამოთქვამენ, რომ ოპოზიცია საქმით დაამტკიცებს, რომ მათთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი.

კენჭისყრა, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაიმართება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი ორი არამოსამართლე წევრის არჩევა, ოპოზიციის გარეშე ვერ მოხდება, რადგანაც კანდიდატის დამტკიცებისთვის 90-ზე მეტი ხმა არის საჭირო.

"როდესაც შეძლეს ოპოზიციიდან ოთხი ადამიანის გადმობირება და აირჩიეს კლანის წევრები, ვერანაირ აზრს "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ხედავს ამ მოლაპარაკებებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული რეფორმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ქვეყანაში რუსული ხელისუფლება არ იქნება და როდესაც ჩვენ შეგვძლებია სასამართლოს გათავისუფლებას კლანისგან", - განაცხადა ანა წითლიძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის მიხეილ დაუშვილის თქმით, ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ გამოცხადდეს ახალი კონკურსი და ეს ორი კანდიდატი ხელახლა შეირჩეს.

"ოთხ კანდიდატზე, რომელიც დარჩენილია, მოლაპარაკების რესურსს და შინაარს უბრალოდ ვერ ვხედავ. მანდ ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ გამოცხადდეს ახალი კონკურსი და ეს ორი კანდიდატი ხელახლა შეირჩეს", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები