27 აპრილი 2024,   01:42
ვრცლად
ბევრი დრო არ არის დარჩენილი იმისათვის, რომ კანდიდატზე შევთანხმდეთ - ეკა სეფაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაზე
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი ეკა სეფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილში აღმოჩნდება რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც მართლაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი. 
 
"ბევრი დრო არ არის დარჩენილი იმისათვის, რომ კანდიდატზე შევთანხმდეთ. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილში აღმოჩნდება რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც მართლაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი და ახლა არის სწორედ იმის შანსი, რომ დაამტკიცონ მხოლოდ განცხადებებით კი არ უნდა შემოიფარგლონ, არამედ რეალურად საქმითაც შეუძლიათ დაამტკიცონ", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა. 
დღის ამბები