24 აპრილი 2024,   19:48
ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაზე: ამ სისხლიანი დღის ავტორები დღეს ბედავენ და ხელისუფლებას პრეტენზიას უყენებენ დეკორაციებზე

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში და პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან გამოთქმულ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებლობის დღის გაფორმებაში წელს აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა.

ექსპერტი 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის კადრებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ "ამ სისხლიანი დღის ავტორები პრეტენზიის წამოყენებას კი არა, გისოსებს მიღმა პატიებას უნდა სთხოვდნენ ხალხს".

"ამ 26 მაისის "შემოქმედები", ამ სისხლიანი დღის ავტორები დღეს ბედავენ და ხელისუფლებას პრეტენზიას უყენებენ დეკორაციებზე. აი სწორედ ეს მარაზმია დასავლეთის მიერ ჩვენთვის თავსმოხვეული კოჰაბიტაციის შედეგი. ამ სისხლიანი დღის ავტორები პრეტენზიის წამოყენებას კი არა, გისოსებს მიღმა პატიებას უნდა სთხოვდნენ ხალხს..." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები