15 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
პრეზიდენტმა გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა. 

"და ახლა, ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა!

გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, "ქართველობის წართმევას", გარყვნილობას და მაინც, საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ. დღეს ის დღეა, როცა ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, ვეძებოთ გამოსავალი და დავიბრუნოთ მომავლის იმედი. სიძულვილის ენამ, დაპირისპირებამ ურთიერთგაგება და პატივისცემა შეცვალა. ეს სახელმწიფოს ასუსტებს. ვაჟას სხვა სიტყვებიც უნდა გვახსოვდეს: "ციხე როს შიგნიდან ტყდება, მაშინ იმარჯვებს მტერია". სწორედ ესაა ქართველობის დაკარგვის საფრთხე.... ჩვენივე ხელით და ჩვენივე ნებით," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები