დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღევანდელ დღეს უნდა იყოს საზეიმო განწყობა და ურთიერთბრალდებების დრო არ არის.
"მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის დღე არ არის ის დღე, როდესაც უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები. ასე რომ, მე პირადად, ამ სულისკვეთებაში დავრჩები და მთლიანად საქართველოს ვუსურვებ, რომ ეს დღე პოზიტიურად გაატაროს, ვინაიდან ეს დღე ჩვენია. ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის მიმართ ბრალდებაში და ა.შ. გვართმევს ამ დღეს. ქართულ საზოგადოებას ვუსურვებ, რომ ეს დღე მიიღოს, როგორც თავისი დღე და ბოლომდე იზეიმოს,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.