26 აპრილი 2024,   16:01
ვრცლად
შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა - დამოუკიდებლობის დღეს სადღესასწაულო განწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით იგრძნობოდა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთი დღით დამთვალიერებლებისთვის საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტებზე ვირტუალური ტურები მოეწყო. ღონისძიების ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იყო. 

დამოუკიდებლობის დღეს ტურიზმის ადმინისტრაციამ სტუმრებს კახეთის რეგიონშიც უმასპინძლა. გამოიფინა საქართველოს დროშები.

ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმში. ფიცის დადების ცერემონიის პარალელურად, ღვინის სამშობლოში მისულ სტუმრებს ქართველი მეღვინეების მიერ დაწურული სხვადსხვა სახის ალკოჰოლური სასმელის დაგემოვნების შესაძლებლობა ქონდათ. 

აჭარაში ანბანის კოშკთან მოწყობილ სივრცეში ბავშვებმა დაცვის პოლიციის აღჭურვილობა ჩაიცვეს და პოლიციელის ფუნქცია შეასრულეს. დამოუკიდებლობის დღეზე მისულ სტუმრებს ბულვარის ტერიტორიაზე საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეც ტექნიკა და ვერტმფრენი დახვდა.

სახალხო დღესასწაული მასშტაბურად აღნიშნეს ოზურგეთში, ქუთაისსა და მცხეთაში. სამივე რეგიონში ადგილობრივებსა და მისულ სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაუმასპინძლდა.

სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები გაიმართა ტყიბულშიც. დამოუკიდებლობის დღე სტუმრებს ჯანდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა. 

შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, პატარებისათვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები - ამ ყველაფრის ნახვა მესტიაში, სეტის მოედანსა და ამბროლაურის ცენტრალურ პარკში იყო შესაძლებელი. ორივე რეგიონში დამოუკიდებლობის დღეს სტუმრებს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უმასპინძლა.

დილიდან ხალხმრავლობაა გორის ცენტრალურ მოედანზეც. დღის მთავარი მოვლენა და ფიცის დადების ცერემონიალი 11 საათიდან დაწყო. 

სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიით დაიწყო დამოუკიდებლობის დღე ახალციხეში.

სადღესასწაულო განწყობა იგრძნობოდა რუსთავში. ქალაქის ცენტრალური ქუჩები შესაბამისი ბანერებითა და საქართველო დროშებით იყო მორთული.

თბილისში და 15 -ვე მუნიციპალიტეტში ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე , სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ეს ის ისტორიული დროა როდესაც 1918 წელს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა.

 

დღის ამბები