27 ივლისი 2024,   04:07
ვრცლად
"ჩვეულებრივი სპეკულაციებია, ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ მე არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე" - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიზანმიმართული კამპანიაა, თითქოს ირაკლი კობახიძე სპეციალურად არ მივიდა ღონისძიებაზე.

"ჩვეულებრივი სპეკულაციებია. ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ მე არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე. შესაბამისად, დღეს მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე თითქოს სპეციალურად არ მოვიდა დღევანდელ ღონისძიებაზე, ეს არის თითიდან გამოწოვილი, თქვენ მიერ რაღაც აგორებული ე.წ. სკანდალი",- აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტებთან.

დღის ამბები