15 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
გაიაშვილმა დაადასტურა, რომ 2008 წლის ომამდე და ომის შემდეგ, წინა ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა საქართველო-რუსეთის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე

"ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ 2008 წლის ომამდე და ომის შემდეგ, წინა ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა, რომ რუსეთში საკითხი გააქტიურებულიყო და საქართველოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები დაეწყო.

გაიხსენა წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრებიც, რომელთა მიზანი, გაიაშვილის თქმით, რუსეთთან ურთიერთობის დათბობა იყო.

"ომამდეც და ომის შემდეგაც ხელისუფლება ამ თემაზე ჩემთან აქტიურად მუშაობდა. უნდოდათ, რომ რუსეთში, როგორმე ეს თემა აგვეწია და დაგვეწყო ფრენები. დღევანდელი ხელისუფლების მოსვლამდე, 2013 წლამდე, ჩვენ, პრაქტიკულად, ორი კომპანია დავფრინავდით - "ჯორჯიან ეარვეისი" და იქიდან [რუსეთიდან] ავიაკომპანია "სიბირი". ეკონომიკის მინისტრი მხვდებოდა ადრე და აქტიურად განიხილებოდა, რომ რუსეთთან ურთიერთობა დამთბარიყო,"- აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

დღეს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ომის შემდეგ თამაზ გაიაშვილს ფრენების აღდგენა დაავალეს.

"2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში, თამაზ გაიაშვილი გააგზავნეს და დაავალეს, რომ ჩასულიყო და დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან, ასევე ომის შემდეგ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის, მოითხოვა რამე სანაცვლოდ?! მოეთხოვა თქვენთვის, ჩვენი დიასპორისთვის," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები