15 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
"მადლიერებას ელოდებოდა და გაოცებულია, რომ თურმე პროტესტი მოჰყვა პროევროპელი ქართველი საზოგადოების მხრიდან ამ გადაწყვეტილებებზე" - ირაკლი ნადირაძე პუტინზე

ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოს რეაქციით გაკვირვებულია, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარი ნათქვამით დაადასტურა, რომ თითქოს წინასწარ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ფრენების აღდგენის შესახებ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი მადლიერებას ელოდებოდა.

"ფაქტია, რომ ყველა ის ქმედება, ყველა ის განცხადება, ყველა ის სიგნალი აღქმული იყო მისი მხრიდან ისე, რომ ქართული ოცნება ეხვეწებოდა და ევედრებოდა, რომ ეს უვიზო რეჟიმი გაუქმებულიყო და შესაბამისად, აღდგენილიყო ფრენები, მათ შორის სატვირთო გადაზიდვა. მადლიერებას ელოდებოდა ის ამ ადამიანებისგან და გაოცებულია, რომ თურმე პროტესტი მოჰყვა პროევროპელი ქართველი საზოგადოების მხრიდან ამ გადაწყვეტილებებზე," - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი. პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ახლა ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ მას არ ჰქონია მოლაპარაკებები და ვლადიმირ პუტინი იტყუება.

"პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ის რაზეც ეჭვი გვქონდა, რომ ფარული მოლაპარაკებები მიდიოდა მაღალი რანგის რუსეთთან და პუტინი გაკვირვებულია, თუ ასე მთხოვდით და ასე გინდოდათ, ახლა მადლობებს რატომ არ მეუბნებითო. ახლა გამოვიდეს ხელისუფლება და თქვას, რომ ჩვენ არ გვქონია მოლაპარაკებები, პუტინი იტყუება," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

პუტინი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოს რეაქციით გაკვირვებულია. რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მან პირადად გადაწყვიტა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა.

დღის ამბები