ათონელის რეზიდენციასთან ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია, დაახლოებით, ორი საათი გაგრძელდა.
სალომე ზურაბიშვილს, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრებმა, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტის რეზიდენციამდე მსვლელობით მივიდნენ. აქცია დასრულდა, მოთხოვნა კი, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხოდ დატოვა.