23 აპრილი 2024,   23:11
ვრცლად
კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო ქალ რეჟისორს გადასცეს - ფრანგი რეჟისორი ჟუსტინ ტრიე მესამე ქალი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო

კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო ქალ რეჟისორს გადასცეს - ფრანგი რეჟისორი ჟუსტინ ტრიე მესამე ქალი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. მასთან ერთად ამავე კატეგორიაში ისეთი რეჟისორები იყვნენ, როგორებიც არიან კენ ლოუჩი და ვიმ ვენდერსი.

წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული იყო იმით, რომ კონკურსში მონაწილეობას რეკორდული რაოდენობა, 7 ქალი რეჟისორი იღებდა.

გრან-პრი, ოქროს პალმის რტოს შემდეგ მეორე უმაღლესი ჯილდო, ბრიტანელი რეჟისორის ჯონათან გლეიზერის ფილმს - "ინტერესის ზონას" ერგო.

საუკეთესო ქალი მსახიობის პრიზი მერვი დიზდარმა მიიღო. საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში კი კოჯი იაკუშომ გაიმარჯვა ვიმ ვენდერსის ფილმში შესრულებული როლისთვის.

ჟიურის პრიზი აკი კაურისმაკის ფილმს "ჩამოცვენილი ფოთლები" გადასცეს.

კინოფესტივალი 16 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. ის კინომოყვარულებს მომავალი წლის მაისამდე დაემშვიდობა.

დღის ამბები