15 ნოემბერი 2024,   09:04
ვრცლად
"ქართული ოცნების" ვაკის ორგანიზაცია პარტიული კონფერენცია მართავს, სადაც თბილისის 3 რაიონის ორგანიზაციის თავმჯდომარეები უნდა აირჩიონ

შერატონ მეტეხი პალასში ამ წუთებში "ქართული ოცნების" ვაკის ორგანიზაციის პარტიული კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე "ქართული ოცნების" თბილისის 3 რაიონის ორგანიზაციის თავმჯდომარეები უნდა აირჩიონ. ასევე, უნდა აირჩიონ ბიუროს წევრებიც.

დღესვე, შერატონში პარტიის საბურთალოსა და კრწანისის ორგანიზაციების კონფერენციები გაიმართება. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს პარტიის ლიდერებმა.

"ინტენსიურად ვაგრძელებთ პარტიული კონფერენციების გამართვას ქვეყნის მასშტაბით. დღეს გვექნება თბილისში სამი პარტიული კონფერენცია. სამი რაიონის შემთხვევაში აირჩევიან პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ბიუროს წევრები და ასევე გვექნება ამ შემთხვევაშიც პარტიის წევრებთან საუბარი ქვეყანაში და ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კონფერენციებზე ასევე განიხილება არსებული გამოწვევები და პრობლემები, დაგეგმილი და სამომავლო განსახორციელებელი პროექტები.

"დღეს ვხვდებით ვაკის, საბურთალოს და კრწანისის რაიონის მოსახლეობას და ეს პროცესი გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა რაიონსა და ქალაქში ვაპირებთ ჩასვლას და შევხვდებით მოსახლეობას, ჩვენი პარტიის წევრებს და გვექნება მსჯელობა სხვადასხვა საკითხებზე," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები