საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს შეზღუდოს პრეზიდენტის უფლებები.
როგორც გიორგი მსხილაძე განმარტავს, შეზღუდვები ეხება როგორც თავდაცვის კოდექსში არსებული ცვლილებების განხორციელებას, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებულ ცვლილებებს.
"ყოველი მეორე აბზაცი იწყება იმით, რომ ისინი იცავენ პრეზიდენტის ინსტიტუტს და პატივს სცემენ პრეზიდენტის ინსტიტუტს და ქალბატონს, როგორც პრეზიდენტს. ეს სიტყვით ერთია და საქმით აკეთებენ მეორეს. საქმეში იგულისხმება ის, რომ მმართველი გუნდი აბსოლუტურად ყველა სფეროში ცდილობს შეზღუდოს პრეზიდენტის უფლებები: ეს იქნება, ცენტრალური საარჩევნო კომისიაში ცვლილებები, რომლებიც დღეს იმართება იურიდიულ კომიტეტში, მეორე მოსმენით; ეს იქნება, თავდაცვის კოდექსში ცვლილებები, სადაც არ გაითვალისწინეს ჩვენი შენიშვნები და ვნახოთ მეორე მოსმენაზე ასახავენ თუ არ ამ შენიშვნებს. ჩვენი ინფორმაციით დაგეგმილი აქვთ კიდევ რიგი ღონისძიებები, რომლითაც აპირებენ პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას,"-აცხადებს გიორგი მსხილაძე.