15 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
ბანკის ეს მავნებლური გადაწყვეტილება არ იყო ამ ბანკის სუვერენული გადაწყვეტილება და მას ვიღაც ძალებმა უბიძგეს - რატიო იონათამიშვილი ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის საქმეზე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, დღეს უკვე Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სასარგებლოდ, სინგაპურისა და ბერმუდას სასამართლოებმა, ჯამურად მილიარდ ნახევარი დოლარის გადახდა დააკისრა და ეს არის ღირსების საქმე.

იონათამიშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბანკის ეს მავნებლური გადაწყვეტილება არ იყო ამ ბანკის სუვერენული გადაწყვეტილება და მას ვიღაც ძალებმა უბიძგეს მიეღო ასეთი გადაწყვეტილება. 
 
"დღეს უკვე Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სასარგებლოდ, სინგაპურისა და ბერმუდას სასამართლოებმა ჯამურად 1.5 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა და ეს არის ღირსების საქმე. ეს არის თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო საქმე თუ რა უსამართლოდ მოექცა თავის ერთ-ერთ უმსხვილეს კლიენტს ეს ბანკი. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბანკის ეს მავნებლური გადაწყვეტილება არ იყო ამ ბანკის სუვერენული გადაწყვეტილება და მას ვიღაც ძალებმა უბიძგეს მიეღო ასეთი სუიციდური გადაწყვეტილება, პირველ რიგში საკუთარი რეპუტაციისთვის. აქედან გამომდინარე, ეს კითხვის ნიშნები ცხადია არსებობს, მაგრამ უმნიშვნელოვანესი საკითხი მაინც არის ის, რომ საერთაშორისო სასამართლოებში სიმართლის დადგენა შეიძლება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 
დღის ამბები