15 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
უმრავლესობა მხარს დაუჭერს ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის მიერ დაინიცირებულ ინიციატივას საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძემ საზოგადოებას უმრავლესობის სხდომაზე მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება გააცნო.

"დღევანდელ ტრადიციულ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მათ შორის განსახილველი საკითხები, რაც მიმდინარე სასესიო კვირაში საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს. ამასთან დაკავშირებით, გაგაცნობთ რამდენიმე გადაწყვეტილებას.

პირველი, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით.

მეორე, საპარლამენტო უმრავლესობის საერთო პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ვიცე-სპიკერის პოზიციაზე ლევან ბეჟაშვილის არჩევას.

მესამე, დღეს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობის სხდომაზე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბატონი ნოდარ ტურძელაძე დაიკავებს ჩემი მოადგილის ვაკანტურ პოზიციას. წარმატებას ვუსურვებ ბატონ ნოდარს, ის არის უაღრესად კარგი ადამიანი, პროფესიონალი, წარმატებული მენეჯერი და დარწმუნებულ ვარ, ამ პოზიციაზე ის ბევრ წარმატებას მიაღწევს და დაგვეხმარება ძალიან ფრაქციის მენეჯმენტში.

ასევე, უმრავლესობის სხდომაზე ვისაუბრეთ პოლიტიკურ საკითხებზე, რეგიონის გამოწვევებზე. ამ მიმართულებით, კიდევ ერთხელ, უმრავლესობის სახელით მივულოცოთ ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს და სახალხო ალიანსს, როგორც საპარლამენტო ასევე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება და მიგვაჩნია, რომ მათი ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის რეგიონში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

დღის ამბები