15 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ... გვინდა ვიყოთ ნატოს წევრი - ირაკლი ღარიბაშვილი

ევროკავშირი, რომელთანაც პირადად მქონდა პატივი, ხელი მომეწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შეთანხმებას, ეტაპობრივად ხდება ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

ღარიბაშვილს კითხვით მიმართეს, რა მოკლევადიან ნაბიჯებს დგამს საქართველო, რათა რუსეთზე ეკონომიკური თვალსაზრისით, ნაკლებად დამოკიდებული იყოს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი ბაზრების მოპოვებას დრო სჭირდება.

„დრო სჭირდება, რომ ახალი ალტერნატივები დავინახოთ, ახალი ბაზრები მოვიპოვოთ. ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთი არის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი არ არის. ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ვეძებთ ახალ ვარიანტებს, ალტერნატივებს და ასე შემდეგ. ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი სივრცე, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, ეს მე მგონი საოცრებაა, კარგი გამოცდილება და კარგი მაგალითია. ჩვენ ვქმნით კარგ პრეცედენტს. ვახდენთ ნავიგაციას ამ ტურბულენტურ გარემოში, როგორ გადავრჩეთ პატარა ქვეყანა. დიახ, პატარა ქვეყანა ვართ, არ ვართ ნატოს წევრი, მაგრამ გვინდა ვიყოთ ნატოს წევრი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები