თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განაცხადებით, ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლა იყო გამორჩეული ყველა გამომსვლელთა შორის.
მისი თქმით, პრემიერის გამოსვლიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი.
"ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლა იყო კიდევ ერთხელ გამორჩეული ყველა გამომსვლელთა შორის და ერთ-ერთი ნიშანდობლივი საკითხი რაზეც მან ყურადღება გაამახვილა და რაც ასევე მინდა, რომ აღვნიშნო, ეს არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი და ვარ შეიძლება, ჩვენი აზრები იყოს გაყოფილი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.