22 დეკემბერი 2024,   10:06
ვრცლად
ოკუპირებულ სოხუმში დე ფაქტო მთავრობის გადადგომას ითხოვენ

ოკუპირებულ სოხუმში დე ფაქტო მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

საპროტესტო აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ორგანიზებით ტარდება.

დემონსტრანტები დე ფაქტო ხელისუფლების გადადგომას იმ არგუმენტით ითხოვენ, რომ მთავრობა ასხვისებს აფხაზეთის საუკეთესო მიწებს, დგამს ანტისახელმწიფოებრივ და დამღუპველ ნაბიჯებს. დე ფაქტო მთავრობის შენობებთან დაცვის სამსახურები და პოლიციაა მობილიზებული.

ტერიტორიებზე მოწყობილია დამცავი კონსტრუქციები და ჯებირები.

დღის ამბები