20 აპრილი 2024,   15:46
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. რატი ბრეგაძემ მათ სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ადამიანის ღირსებაზე და მისგან მომდინარე ყველა უფლების დაცვაზე ორიენტირებულ აღსრულების პოლიციას ვულოცავ პროფესიულ დღეს. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე ამ ადამიანების გვერდით, რომლებიც 24 საათის განმავლობაში არიან საქართველოს სამსახურში. ვისარგებლებ შემთხვევით და პოლიციის დღეს მივულოცავ საქართველოში ყველა პოლიციელს, რომლებიც მთელ რიგ შემთხვევებში, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ემსახურებიან საქართველოში მართლწესრიგის და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეს," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები