23 აპრილი 2024,   23:28
ვრცლად
სპეცრაზმელი, რომელმაც აქციის მონაწილის მიერ დაგდებული დროშა აიღო და აკოცა, შსს-ს მედალიონით დაჯილდოვდა

პოლიციელის დღეზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, პოლიციის ლეიტენანტი - იოსებ როსტიაშვილი სამინისტროს მედალიონით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დაჯილდოვდა.

კადრები, სადაც ჩანს, მარტში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე, თუ როგორ იღებს და კოცნის პერიმეტრზე განლაგებული სპეცრაზმის წარმომადგენელი იოსებ როსტიაშვილი, აქციის მონაწილის მიერ მიწაზე დაფენილ საქართველოს დროშას, სოციალური ქსელით გავრცელდა.

 

 

დღის ამბები