26 აპრილი 2024,   09:07
ვრცლად
დაბალანსებული და გამორჩეული მიმართვა - როგორ აფასებენ ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას ქართველი პოლიტიკოსები

დაბალანსებული და გამორჩეული მიმართვა - ევროპარლამენტარების წინაშე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვას გამოსვლას კიდევ ერთხელ აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები.

ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ პრეზიდენტმა სწორი აქცენტები გააკეთა, თუმცა მეორე ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილის გზავნილები საკმარისად მკაცრი არ იყო.

პრეზიდენტის გამოსვლით კმაყოფილია მმართველი გუნდი. სალომე ზურაბიშვილის მთელი სიტყვა აგებული იყო საქართველოს წარსულზე, მის ბრძოლასა და მის მომავალზე. ასევე ისტორიულ შანსზე, რომელიც ხელიდან არც თბილისმა უნდა გაუშვას და არც ბრიუსელმა.

ევროპის პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს ფეხზე წამოუდგა.

 

დღის ამბები