26 აპრილი 2024,   20:46
ვრცლად
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან 7 წელი გავიდა

7 წელი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან - საიუბილეო ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სამხედრო მაღალჩინოსნები, პარტნიორი ქვეყნების მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ცენტრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა უწყებრივი მედლებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა კრწანისის ბაზაზე არსებული ობიექტები დაათვალიერეს.

"დაარსების დღის შემდეგ JTEC ძალიან განვითარდა. ცენტრი მუშაობს არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნასა და შეფასებაზე, არამედ საერთაშორისო კონტინგენტზეც. JTEC-მა უმასპინძლა არაერთ მრავალეროვნულ სწავლებას, მათ შორის გამორჩეულია ნატო-საქართველოს სწავლება," - აცხადებს პოლკოვნიკი, NATO-ს ძირითადი ჯგუფის ლიდერი ნორბერტ ჰესი.

დღის ამბები