ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების მინისტრი მე-200-ე საჯარო სკოლას ეწვია. გიორგი ამილახვარმა მოსწავლეებს პირველი ივნისი მიულოცა.
ის სკოლაში არსებულ ვითარებას გაეცნო, მან სკოლის პანსიონში სენსორული ინტეგრაციის ოთახი და საცხოვრებელი კორპუსი მოინახულა, რომელიც სამინისტრომ გაარემონტა.