15 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
კინოცენტრი "გოეთეს ინსტიტუტის" სტატიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი "გოეთეს ინსტიტუტის" სტატიასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ "გოეთეს ინსტიტუტი" გამორჩეული საქმიანობისთვის საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილ დირექტორ გაგა ჩხეიძეს პრესტიჟული პრემიით აჯილდოებს. მიღწევებთან ერთად, ინსტიტუტმა დაწერა, რომ ის მარტში მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ჩხეიძემ ღიად გააკრიტიკა რუსეთის ომი უკრაინაში.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ სტატია შეიცავს მცდარ და ფარისევლურ ბრალდებას იმის შესახებ, თითქოსდა გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარდამჭერი საჯარო პოზიციისათვის.

მათი ცნობით, "გაგა ჩხეიძე დაკავებული თანამდებობიდან 2022 წლის 18 მარტს გათავისუფლდა არა უკრაინის მხარდაჭერისათვის, არამედ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული „სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტის ანგარიშის“ საფუძველზე, რაც მოიცავს 2019-2020 წლებში მის მიერ გაწეული საქმიანობის შეფასებას. სწორედ ამ აუდიტორული შემოწმების შედეგად, გამოვლინდა კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან სრულიად შეუსაბამო ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, ნეპოტიზმი, კონტროლის სისტემის არარსებობა და მრავალი სხვა."


"აუცილებლად მივიჩნევთ, საჯაროდ გამოვეხმაუროთ გოეთეს ინსტიტუტის მიერ მიმდინარე წლის 31 მაისს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საუბარია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (კინოცენტრი) ყოფილი ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძისთვის 2023 წლის გოეთეს მედლის გადაცემაზე.

სამწუხაროდ, სტატია შეიცავს მცდარ და ფარისევლურ ბრალდებას იმის შესახებ, თითქოსდა გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარდამჭერი საჯარო პოზიციისათვის. ამგვარი უტიფარი სიყალბე უსაფუძვლოდ აყენებს ჩრდილს კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის რეპუტაციას, და მან შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს და დააბნიოს საზოგადოება.

მკაფიოდ განვმარტავთ, რომ გაგა ჩხეიძე დაკავებული თანამდებობიდან 2022 წლის 18 მარტს გათავისუფლდა არა უკრაინის მხარდაჭერისათვის, არამედ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული „სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტის ანგარიშის“ საფუძველზე, რაც მოიცავს 2019-2020 წლებში მის მიერ გაწეული საქმიანობის შეფასებას. სწორედ ამ აუდიტორული შემოწმების შედეგად, გამოვლინდა კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან სრულიად შეუსაბამო ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, ნეპოტიზმი, კონტროლის სისტემის არარსებობა და მრავალი სხვა.

გამოვლენილი დარღვევების კვალიფიკაციის შესაბამისად, გაგა ჩხეიძის საქმიანობის შემსწავლელი აუდიტის დასკვნა გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის. შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში დაიწყო გამოძიება (სს N 074020522803) კინოცენტრის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნებით.
გამომდინარე აქედან, გაგა ჩხეიძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად დასახელებული ბრალდებები, თითქოსდა რუსეთ-უკრაინის ომთან მის მიერ საჯაროდ გამოხატულ პოზიციასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა, სიცრუეა და არანაირი კავშირი არ აქვს არც ელემენტარულ სიმართლესთან და არც მორალთან.

ამ თემით დაინტერესებული საზოგადოებისათვის ალბათ მნიშვნელოვანი იქნება იმის გაგებაც, რომ კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის დირექტორიც თავად გაგა ჩხეიძეა, 2022 წელს დააფინანსა 150 000 ლარით, ხოლო 2023 წელს - 125 000 ლარით. იგივე ფესტივალი, კინოცენტრთან ერთად, დააფინანსა 2021 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომაც 47 000 ლარით. უმარტივესი კითხვა იბადება - თუკი კინოცენტრი უკრაინას არ უჭერს მხარს (გოეთეს ინსტიტუტის სტატიის ავტორთა ლოგიკით) და ამ მიზეზით „ჩაგრული“ გაგა ჩხეიძე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, ამავე გაგა ჩხეიძეს ფესტივალს რატომ უფინანსებს? ასევე, თუ კინოცენტრი და კულტურის სამინისტრო არ უჭერენ მხარს უკრაინას (გოეთეს ინსტიტუტის სტატიის ავტორთა ლოგიკით), ხოლო გაგა ჩხეიძე უკრაინის თავდაუზოგავი მხარდამჭერია, რატომ იღებს ის მნიშვნელოვანი ოდენობის თანხებს თავისი ფესტივალისათვის სწორედ ამგვარი სახელმწიფო ორგანიზაციებისაგან?!

დანარჩენი თავად საზოგადოებამ განსაჯოს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი შეიძლება ითქვას იმ ე.წ. ღვაწლზე, რომელიც, გოეთეს ინსტიტუტის სტატიის ავტორებს თუ დავუჯერებთ, გაგა ჩხეიძეს ჰქონია ქართული კინოსა და კინოინდუსტრიის წინაშე. გაგა ჩხეიძის ვითომდა ღვაწლის მორიგ თვალსაჩინო მაგალითად, გარდა აუდიტის ზემოხსენებულ დასკვნაში მოყვანილი სერიოზული კანონდარღვევებისა, მის მიერ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, იქ, სადაც იშვა ქართული კინო, „ქართული ფილმის“ ტერიტორიის განვითარების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებიც იკმარებდა.
ზემოაღნიშნული ცრუ და ყოვლად მიუღებელი ბრალდებების ფონზე, კინოცენტრი იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები