22 დეკემბერი 2024,   10:21
ვრცლად
WINEXPO 2023 - ღვინის საერთაშორისო გამოფენას თბილისში 4 ივნისამდე უმასპინძლებს

200 კომპანია საქართველოდან და უცხოეთიდან თბილისში ჩამოსულ სტუმრებს განსხვავებულ გემოს, არომატს და ალკოჰოლის გრადუსს შესთავაზებს. საქართველომ "ვაინ ექსპოს" მასპინძლობა დღეს ოფიციალურად მეთხუთმეტედ დაიწყო. თეთრი, წითელი, როზე და ყურძნის ჭაჭა, სტუმრებს ექსპოჯორჯიას პავილიონებში ელოდებათ.

ქართველი მეღვინეების გვერდით, სხვადასხვა კატეგორიის ღვინოები წარმოდგენილი აქვთ იტალიელ, გერმანელ, უნგრელ, თურქ, სომეხ და ომში მყოფ უკრაინელ მწარმოებლებსაც.

"ვაინ ექსპოს" ფარგლებში დაგემილია კონკურსიც, სადაც 8 კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები უნდა გამოვლინდეს. ღვინის საერთაშორისო გამოფენა თბილისში 4 ივნისამდე გაგრძელდება.

დღის ამბები