



თბილისმა, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა.
სტუმრებს სამი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე კომპანიის პროდუქციას.
ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი. ჟიურიმ 250-მდე ღვინო შეაფასა. გამარჯვებული ღვინოები, 8 კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომელთაც ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.