მამაშენის ქართული "კოკა-კოლა“ რომ შედის რუსეთში ეგ კარგია და როცა მანქანაა აქ რუსული მაშინ ვართ პროვინცია?! ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, სოფო ჭყონიას „ფეისბუქ“ სტატუსს, სადაც ჭყონია საქართველოს რუსეთის პროვინციად მოიხსენიებს.
როგორც ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სოფო ჭყონია ძველ ფოტოებს ავრცელებს და ხალხი შეცდომაში შეჰყავს.
"სოფო ჭყონიას მივმართავ და რადგან ვერ "ვთაგავ", იქნებ გადასცეთ ვინმემ: პირველი იმიტომ ხარ უსინდისო, რომ ძველ ფოტოს ავრცელებ და ხალხი შეგყავს შეცდომაში. მეორე კიდევ იმიტომ ხარ უსინდისო, რომ მამაშენის ქართული "კოკა-კოლა“ რომ შედის რუსეთში ეგ კარგია და როცა მანქანაა აქ რუსული მაშინ ვართ პროვინცია? უსინდისო ხარ, მოკლედ და კონკრეტულად,“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.