კიდევ ერთი ახალი, პირდაპირი რეისი ქუთაისის მიმართულებით - ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმატიდან რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. ეს უკვე მეხუთე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეგულარული ფრენები შესრულდება.
ალმატის გარდა, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FLyArystan ქუთაისში დედაქალაქ ასტანიდან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს.
ალმატიდან პირველ რეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური ცერემონიით დახვდნენ.