15 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
საქართველოსა და თურქმენეთს შორის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ოქმი გაფორმდა

ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც მხარეებმა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები განსაზღვრეს. ეს ეხება ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებს.

კომისიის სხდომაზე ასევე გამოითქვა ინტერესი თანამშრომლობაზე ციფრული დერეფნის განვითარების, ტურიზმის, ორმხრივი ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქმენეთის დელეგაციის ხელმძღვანელი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გაიმართება.

"თურქმენეთის რესპუბლიკასთან მე-4 მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა წარმატებით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც ბევრი მიმართულებით შედგა შეთანხმება. ეს ეხება როგორც ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, კულტურის სფეროებს. საბოლოოდ შედგა ოქმი, რომელშიც ყველა შეთანხმება არის მიღწეული. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 2 ქვეყანას შორის სატრანსპორტო კუთხით თანამშრომლობას და აქ საუბარია იმაზე, რომ დამატებით მინერალური სასუქები და ნავთობ პროდუქტები, რომელიც საქართველოში, შუა დერეფანში თურქმენეთის რესპუბლიკიდან მოდის, გაიზარდოს," - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები