



დილიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ძლიერმა ქარმა ათეულობით შენობა, ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი დააზიანა. მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. ერთ-ერთი ხე ვიზიტორთა ცენტრს დაეცა. დაზიანებულია შენობის სახურავი და კედლები.
ლაგოდეხში მოგლეჯილი ხე დაეცა საქართველოს მელიორაციის სამსახურის კუთვნილ მანქანას, ასევე, ხეებია წაქცეული პირველი ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.
რამდენიმე სოფელში ძლიერმა ქარმა 15-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. დაზიანებულია ელექტრო-სადენებიც. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.