20 აპრილი 2024,   13:21
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, მეთხუთმეტე საიუბილეო სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადება - ფესტივალს წელს ჯონ მალკოვიჩი სტუმრობს

”ბამბის მინდვრების სიმარტოვეში” - სპექტაკლი მაყურებელს თანამედროვე ცხოვრებაზე უყვება, რომელიც პანდემიით დაიწყო და ომით გაგრძელდა. უახლესი ისტორიით გამოწვეულ განცდებს სცენიდან ჰოლივუდის მსახიობი - ჯონ მალკოვიჩი, ინგებორგა დაპკუნაიტესთან ერთად გადმოსცემს. ჯონ მალკოვიჩი - წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარია. ორკაციანი სპექტაკლი, ფესტივალის ფარგლებში გრიბოედოვის თეატრის სცენაზე გათამაშდება.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ისტორიას აგრძელებს და მეთხუთმეტე საიუბილეო სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ფესტივალი, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება, ექვსი ქვეყნის დასს უმასპინძლებს. მაყურებელი, 46 ქართულ სპექტაკლს და არაერთ საერთაშორისო დადგმას ნახავს. ფესტივალის მიზანი კი, სიახლეების აღმოჩენაა.

თეატრი, ვიზუალი, მუსიკა, კინო და საცეკვაო ხელოვნება - ჩამონათვალს სპექტაკლი ”თანამშრომლები” აერთიანებს, რომელიც ფესტივალის საერთაშორისო პროგრამას გახსნის.

რუმინელი მწერლის რომანი ” რატომ იხარშება ბავშვი პოლენტაში“ - ქართველი მწერლის და რეჟისორის ნინო ხარატიშვილის თეატრალური დადგმაა. ქართულ- გერმანული კოლაბორაცია მაყურებელს ბავშვზე უყვება, რომელიც თავისებურად ცირკის მსახიობი მშობლების ცხოვრებას აღიქვამს. სპექტაკლს მაყურებელი ფესტივალზე სამეფო უბნის თეატრში ნახავს.

ფესტივალის საერთაშორისო პროგრამაშია სპექტაკლი ”გამოგონებებს”, რომელიც ბახის ბახის მუსიკითა არის შთაგონებული. მაყურებელი თეატრალურ დოკუმენტურ სპექტაკლსაც ნახავს. რეჟისორი სებასტიან ფუკო საქართველოში "ომის რეპორტიორებს" წარადგენს, რომელიც ბოსნიის ომის შესახებ ჰყვება.

ვისთვისაც სხვადასხვა ეპოქაში, მათ შორის თანამედროვე სამყაროში მოგზაურობა მნიშვნელოვანია. ვისთვისაც სცენასთან და მსახიობებთან პირდაპირი კავშირი შეუცვლელია, მათთვის თეატრალური ფესტივალის კარი 22 სექტემბერს გაიღება. მეთხუთმეტე, საიუბილეო სეზონზე, ქართული და უცხოური სპექტაკლების ნახვას მაყურებელი 18 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებს.

დღის ამბები