27 ივლისი 2024,   04:13
ვრცლად
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომის პირველი სესია დასრულდა - განიხილეს საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომის პირველი სესია დასრულებულია. სიტყვით გამოვიდნენ თანათავმჯდომარეები, მაკა ბოჭორიშვილი და მარინა კალიურანდი, შემდეგ ევროპული სტრუქტურების და საქართველოს მხრიდან პროფილური სამინისტროების წარმომადგენლები. საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ამასთან, ევროპარლამენტის დეპუტატი ესტონეთიდან მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა საკმაოდ ქაოტური იყო. 

"ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე საპარლამენტო განხილვის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ინსტიტუტებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს მით უფრო რელევანტურია დღეს, რადგან ევროკომისია რამდენიმე თვეში შეაფასებს მიღწეულ პროგრესს იმ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოგვაწოდოს, თუ სურთ, რომ მათ ქვეყანას მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ჩვენ ნამდვილად ბევრი გვაქვს განსახილველი. არ ღირს იმის დამალვა, რომ გასულ წელს ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის, განსაკუთრებით ევროპარლამენტთან, საკმაოდ მშფოთვარე იყო და შემიძლია ვთქვა კიდეც ქაოტური.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იცით ევროპარლამენტის ბოლო ორი რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე. ვიმედოვნებ, რომ დღეს ჩვენ ვიქნებით საკმარისად გონიერი და მომწიფებული, რომ გვქონდეს გულწრფელი და ღია დისკუსია ზოგიერთ რთულ საკითხზე," - აცხადებს მარინა კალიურანდი.

დღის ამბები