15 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს. დეპუტატებს მოხსენება შალვა ლომიძემ წარუდგინა. შეხვედრაზე განხილეს რეგიონული უსაფრთხოება და მიმდინარე პროცესების გავლენა საქართველოზე.

სხდომას ესწრებოდნენ დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი და სამსახურის ანალიტიკური დირექტორატის უფროსი, ლევან ნასრაშვილი.

შეგახსენებთ ნდობის ჯგუფმა მიმდინარე წელს უკვე 7 სხდომა გამართა და მსგავსი შეხვედრები წლის განმავლობაში კიდევ იგეგმება.

 

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები